ირაკლი კობახიძის და სხვა პირების ვიზიტი ყაზახეთში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის ირაკლი ქარსელაძის თქმით, შუა დერეფნის – ამ კრიტიკული მონაკვეთის მიმზიდველობის ზრდას უკავშირდება.
ირაკლი ქარსელაძე: “ინფრასტრუქტურის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია შუა დერეფანი, ამ კრიტიკული მონაკვეთის მიმზიდველობა კიდევ უფრო იზრდება და ყაზახეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული შუა დერეფნის განვითარებით“, _ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
“ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ყაზახეთში, ზოგადად, ორმხრივი ფორმატი არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან არის უამრავი საკითხი, რომლის განხილვაც, გადაწყვეტების პოვნა და მათ შორის, სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების დაგეგმვა ხდება“, – განაცხადა ქარსელაძემ.
მისი განცხადებით, „ინფრასტრუქტურული განვითარებები არის იმის აუცილებელი წინაპირობა, რომ შემდგომში კიდევ უფრო მეტი ტვირთნაკადები წამოვიდეს და გარდა ამისა, ზოგადად, საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობის თვალსაზრისით შუა დერეფანი კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ბუნებრივია, იმ განვითარებების ფონზე, რაც ზოგადად ხდება, ამ კრიტიკული მონაკვეთის მიმზიდველობა კიდევ უფრო იზრდება და ყაზახეთი სწორედ ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული შუა დერეფნის იმდაგვარი განვითარებით, რომ კიდევ უფრო მეტი მულტიმოდალური ხასიათის ტვირთები და არა მხოლოდ, მოძრაობდეს. შესაბამისად, კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ამ პროგრესთან დაკავშირებით ვისაუბროთ, ის გეგმები გავაცნოთ, რაც გვაქვს. ეს ასახვას ჰპოვებს უკვე არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ ზოგადად, დერეფნის და საერთაშორისო მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით“.