მიმდინარე წელი ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების წლად გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში, ლანჩხუთში, სოფელ ჯურუყვეთში სოფლის სტადიონი განახლება მოხდა. ამასთან დაკავშირებით ჯურუყვეთს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ბავშვებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. ახლად რეაბილიტირებულ სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა.. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის საჩუქარმა ბავშვები ძალიან გაახარა. ლევანთან ერთად ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და იმ პრობლემებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვა სტადიონებზე არსებობს. დაისახა ამ პრობლემების გადაჭრის გზები“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.