ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. სულხან მოწყობილი და დავით ვერულიძე უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგებიან.
„21 ოქტომბერს ჩვენმა მისახლეობამ მხარი დაუჭირა ძლიერ თვითმმმართველობას, უკეთეს ხვალინდელ დღეს, რაც მორიგი ოთხი წლის განმავლობაში ჩემი და მთლიანად ჩემი გუნდის მიზანი იქნება. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური დაპირებების აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური და ენერგიული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება. მე გთავაზობთ, მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობას და ვიმედოვნებ ჩვენ ყველა ერთ მუშტად შეკრული ჩავერთვებით საერთო საქმეში. ერთად ვიზრუნებთ ჩვენს მუნიციპალიტეტზე, ჩვენს ქალაქზე და თითოეულ მოსახლეზე. დღეს წარმოგიდგენთ ჩემს მოადგილეებს, გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი დონით.
თქვენ ახლა თქვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ. წარმატებებს გისურვებთ ამ გრძელ, რთულ, მაგრამ ამავე დროს საინტერესო გზაზე“ – ნათქვამია მერის მიმართვაში.
მირიან ქათამაძემ მადლობა გადაუხადა ყოფილ მოადგილეს – მალხაზ რომანაძეს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. (R)