ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდება.
„გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყალრუკაში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შსს-ს და თავდაცვის ძალები. ისევე როგორც სხვა საკარანტინო შეზღუდვების პირობებში, მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როგორც ისინი საჭიროებენ პროდუქტის, ან მედიკამენტის შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.