დღეს ქობულეთში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მიზეზი, მასწავლებლების კორონავირუსით დაინფიცირებაა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” ქობულეთის რესურცენტრში დაუდასტურეს.
მათი თქმით, ზედა სამების საჯარო სკოლაში კორონავირუსით რამდენიმე მასწავლებელია დაინფიცირებული .
ამ ეტაპზე, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.
ცნობისთვის, გუშინ, ქობულეთში იგივე მიზეზით, მესამე საჯარო სკოლაც დაიხურა.