ქარიშხალმა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე დაბა ჩაქვში სტიქიით დაზარალებულების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
დაზიანდა ათეულობით საცხოვრებელი სახლის სახურავი, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისათვის ელექტრო ენერგია 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები, მობილური ჯგუფები. სტიქიის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ზარალის შემსწავლელი კომისია დილიდან შეუდგება მუშაობას. გამგეობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 595 70 44 00, 599 79 18 91.
(R)