დღეს, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერ აქციაზე, აქციის ლიდერმა, შოთა გოგიბერიძემ უცნაური უწოდა ახლახან ოზურგეთში მყოფი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ფრაზას _ „ოზურგეთი და თიანეთი უნდა დავიბრუნოთო“.
_ უცნაური რამ მოვისმინეთ, ოზურგეთი და თიანეთი უნდა დავიბრუნოთო. კი, მაგრამ ვინ წაგართვა? რა ჭირთ დასაბრუნებელი? დასაბრუნებელი რომელიც არის_ კოდორი, სამაჩაბლო და აფხაზეთი დავიბრუნოთ, პრემიერო!“ – თქვა გოგიბერიძემ.
[sexy_author_bio]