ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის 7 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, _ ინფორმაცია სკოლამ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
“სტუდენტურ გზას დაგილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო:
ლიკა სიხარულიძე _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ანგლისტიკა);
ბაია კეშელავა _ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ტურიზმი);
თემო ხელაძე _ საქართველოს უნივერსიტეტი (სამართალმცოდნეობა);
გაბრიელ ზაქარეიშვილი _ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (სამართალმცოდნეობა);
გუგა მეფარიშვილი _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები);
ლიკა ჟღენტი _ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თარგმანმცოდნეობა);
დავით კიკვაძე _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა)“, _ წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე.