ურეკში, თავსხმა წვიმის გამო, დილიდან დატბორილია თაყაიშვილის ქუჩა და ზღვაზე გასასვლელი ჩიხები.
_„წუხელ დროგამოშვებით წვიმდა. ამ დილით, ალბათ 15 წუთის განმავლობაში, საშინელი თქეში იყო. მერე ცოტა შეჩერდა. უცნაური ამინდია წელს გურიის ზღვისპირა კურორტზე. აქ წვიმით ვის გააკვირვებ, თუმცა, თითქმის, ყოველდღე ქუჩების დატბორვა თუ პლაჟის აყირავება შტორმისგან, ნაკლებად ახსოვთ“, – გვატყობინებს ურეკიდან ლალი თავართქილაძე.
[sexy_author_bio]