ფოთის აღდგომის საკათედრო ტაძარში, დღეს, კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავენ და სრულდება სადღესასწაულო მსახურება.
საღმრთო ლიტურგიას აღასრულებენ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, მესტიის და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.
ცნობისთვის, კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი დაიწერა ათონის მთაზე, იქ მოღვაწე ბერების მიერ, სპეციალურად ფოთის საკათედრო ტაძრისთვის, რომელიც ჩამოაბრძანეს თავად ათონელმა ბერებმა 2007 წლის 1 ნოემბერს.
_ფოთის საკათედრო ტაძარში ასვენია წმინდა ლაზარეს ხატი, რომელიც ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, (აწ გარდაცვლილმა, რომელსაც დღეს თბილისში დაკრძალავენ) გარდაცვლილი შვილის სახელზე დააწერინა და შესწირა საკათედრო ტაძარს, _ გვითხრა იღუმენია თეკლამ.
ავტორი