კომბოსტო სასარგებლოა როგორც ცოცხალი, ასევე მწნილის სახითაც. ის მადის მომგვრელი, შარდმდენი და მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, კერძოდ, გამოყოფს წვენს. ასევე, აძლიერებს ნაწლავებში საკვების გადამუშავების პროცესს, გამოიყენება მონელების ქრონიკული დარღვევების დროს.
ახალი კომბოსტოს წვენი გამოიყენება ღვიძლისა და ელენთის დაავადებების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. ის, ასევე, უებარი საშუალებაა ხველების დროს, რადგან ამოსახველებელი ეფექტიც გააჩნია.
წყალთან გაზავებული კომბოსტოს წვენი გამოიყენება ანთებითი პროცესების დროს ყელში გამოსავლებად.
კომბოსტოს წვენში აღმოჩენილია განსაკუთრებული ნივთიერება, კერძოდ, მეთილმეთიონინ–სულფონიაქლორიდი, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური მოქმედება კუჭ–ნაწლავის ლორწოვან გარსზე და სპობს წყლულს.
კომბოსტოს წვენი მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში, ოღონდ, ის ახალი გამოწურული უნდა იყოს.