კომპანია “თბილისის მოკროავტობუსის” სპეციალური განცხადება.
“მოგახსენებთ რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი ეწევა სიგარეტს, კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყონებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე “თბილისის მიკროავტობუსის” შიდა სანქციების მიხედვით მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება.
კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას, ხოლო, თავის მხრივ, “თბილსის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი აფიქსირებს საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას მსგავსი შემთხვევების მიმართ”, _ ნათქვამია განცხადებაში.