გუთურის მაჟორიტარ დეპუტატს, ლაშა თოლორდავას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა ქონების მართვის კომისიაა ჩააბარეს. მას მხარი 35-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
თოლორდავა, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ მას თანამდებობაზე ყოფნა წინა მოწვევის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც უნდოდა, თუმცა, მაშინ მისი კანდიდატურა არ გასულა.