ებოლა ვირუსის, ახალი შემთხვევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ქალაქ ბენიში დადასტურდა, _ ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ჯანმოს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანო გებრეიესუსი თქმით, ეს მოსალოდნელი იყო.
,,დღეს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის საკითხთან დაკავშირებით საგანგებოდ შექმნილი კომიტეტის სხდომა ჩავატარეთ. ჯგუფს 52 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევბი არ დაუფიქსირებია, თუმცა ახალა დაკვირვებისა და რეაგირების ჯგუფმა ახალი შემთხვევა დააფიქსირა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და ველოდებით შემთხვევების გაზრდას“ – განაცხადა ადანომ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ძიება, რათა ვიპოვოთ ყველა კონტააქტი ვისთანაც ქონდა ინფიცირებულ პირს
,,როგორც ყველა დადასტურებული შემთხვევაზე მიმდინარეობს ძიება ყველა იმ პირის ვისტანაც ინფიცირებულს ქონდა კონტაქი, რათა გაუკეთოთ ვაქცინა და გავაკონტროლოთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – ამბობს ჯანმოს დირექტორი.
ჯანმოს გენერალური დირექტორის განცხადებით, ეს ნიშნავს რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ შეძლებს 13 აპრილს გამოაცხადოს რომ ებოლას ვირუსის სრული დამარცხება, როგორც ეს დაგეგმილი იყო.
მისივე განმარტებით, ებოლას ვირუსი საშიში დავაადება, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს, რომლის შემდეგ ხშირ შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს. ვირუსი დაავადებული ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება, რომელსაც ადრეულ სტადიაზე გრიპის სიმტომები აქვს.
2020 წლის 10 აპრილის მდგომარეობით, 3 456 დადასტურებული შემთხვევაა, 2 276 ადამიანი კი გარდაიცვალა