საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, ქორწინების დეფინიცია დაკონკრეტდა. განმარტების თანახმად, ქორწინება ქალისა და კაცის მიერ ოჯახის შექმნის მიზნით შემდგარი კავშირია, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება.
გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ცვლილებების აღნიშნული პროექტი უკვე გადაეგზავნათ.