რუსი მომღერალი – ვალერია, რომელიც მდარე ხარისხის პაპსას სიმღერით გახდა ცნობილი, ყველაფერთან ერთად, კონტრაბანდისტიც ყოფილა.
ვალერია დანაშაულებრივ საქმიანობაში რამდენჯერმე ამხილეს, თუმცა მისმა სანაცნობო წრემ და კავშირებმა გაჭრა და მომღერალი ჯარიმას არაერთხელ გადაურჩა. თუმცა, ერთხელ, საბოლოოდ, იგი რუსულმა მილიციამ მაინც გამოიჭირა.
რამდენიმე წლის წინ, საეჭვო დანიშნულების ტვირთის არაკანონიერად გადაზიდვის დროს, ვალერია და მისი მეუღლე აეროპორტში კიდევ ერთხელ დააკავეს. მომღერალი აეროპორტის თანამშრომლების მოსყიდვას საკმაოდ სოლიდური თანხით ცდილობდა, თუმცა რუსმა სამართალდმაცავებმა მათგან გასაკვირი კანონმორჩილება გამოამჟღავნეს და “პაპსავიკი“ მუსიკოსი იზოლატორისაკენ გააქანეს.
იმ შემთხვევაშიც ვალერია ციხეში დაჭერას გადაურჩა, ოღონდ უკვე სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწია.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები რუსული ე.წ. ყვითელი ელიტისათვის უცხო ნამდვილად არ არის და, ციხის კედლები რუსული შოუ–ბიზნესის არაერთი “ვარსკვლავს“ გამოუვლია.
ავტორი