ჩოხატაურში კოვიდგარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა, გარდაცვლილი დიდი ვანის მცხოვრები ქალბატონია. ის სამკურნალოდ ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი.
სულ ჩოხატაურში კოვიდინფიცირების შედეგად 64 პაციენტია გარდაცვლილი.