ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ „გურია ნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სულ ოზურგეთში დადასტურებულია 3135 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2869 ადამიანი, გარდაცვლილია 26.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 240 შემთხვევა.
240 ინფიცირებულიდან სტაციონარში მკურნალობს 41 ადამიანი, საკარანტინე სივრცეში 54, ბინაზე კი 145. თვითიზოლაციაში იმყოფება 91 ადამიანი.