გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 212 526 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულiა – 188 408, გარდაცვლილი 2 182 ადამიანი.