გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის სკოლის მოსწავლეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამჟამად სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, თუმცა შემოქმედის სკოლაში, ისევე როგორც ბევრ სასწავლო დაწესებულებაში, განთავსებულია საარჩევნო უბანი.
ჩვენ ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსს, ლელა იმედაშვილის დავუკავშირდით და ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა მოსწავლეს კონტაქტი დანარჩენ კლასელებთან, მასწავლებლებთან.
_დიახ, დაუდასტურდა შემოქმედის სკოლის მეთორმეტეკლასელს კორონავირუსი, თუმცა ის სკოლაში არ დადიოდა და აქედან გამომდინარე, შეხებაც არ ჰქონია მათთან, – გვითხრა ლელა იმედაშვილმა.