კორონავირუსის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემა არ შეიძლება გამორიცხული იყოს ხალხმრავალ, დახურულ ან ცუდად სავენტილაციო გარემოში, _ ამის შესახებ თქვა ჯანმოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
თუ აღნიშნული დამტკიცდება, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მითითებებზე შიდა სივრცეების შესახებ.
ცნობისთვის, 232 მეცნიერმა 32 ქვეყნიდან, დაადანაშაულა ჯანმო კორონავირუსის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემის გარვცელების შეუფასებლობაში.
ჯანმო-ში ამბობენ, რომ მტკიცებულებები საჭიროებს შემდგომ შეფასებას.
როგორც ჯანმო დღემდე აცხადებდა, ვირუსი ვრცელდება მაშინ, როდესაც ინფიცირებული პირი აცემინებს ან ახველებს.
წყარო: BBC