კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი ინფექციურ საავადმყოფოში, ერთი კი სხვა კლინიკაში იმყოფება.
როგორც ეზუგბაია ამბობს, ყველა არის შემოტანილი, ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა და ადამიანებს, რომელთაც კორონავრუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
„ახალი პაციენტებიდან ერთი არის საფრანგეთის ისტორიით და ორს ამერიკის ისტორია აქვს. ორი ინფექციურშია, ერთი სხვაგან. ყველა შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევაა.
ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ ყველა იყო თვითიზოლაციაში“ ,_ განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 73-მდე გაიზარდა, რომელთაგან 10 გამოჯანმრთელებულია.