ამ დროისთვის კორონავირუსის 6 შემთხვევა ფიქსირდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, აქედან სამი ფაქტი დაფიქსირდა სოფელ ბახვში, ერთი დაბა ლაითურში და ორი ქალაქ ოზურგეთში.
ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს დირექტორის მაია ქუტიძის თქმით, აქედან ორი მათგანი გადაყვანილია ქუთაისში, დანარჩენები არიან თვითიზოლაციაში. დაბა ლაითურის გარდა დანარჩენი შემთხვევები არის ოჯახური კლასტერი. ოზურგეთელი ეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე კონტაქტებს სწავლობენ.