ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 272 შემთხვევა. კოვიდინფიცირებულებიდან სტაციონარში 45, საკარანტინე სივრცეში 79, ბინაზე კი 148 ადამიანი მკურნალობს.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 5086 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 4424 ადამიანი, გარდაცვლილია 67.
[sexy_author_bio]