გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 961 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელებულია 348 პაციენტი. აქტიური შემთხვევაა 606. ამის შესახებ სატელეფონო საუბრისას ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ გვითხრა.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ქუტიძე ამბობს, რომ მძიმე არცერთი მათგანი არაა.