ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კოვიდცენტრებში 244 პაციენტი მკურნალობს.
მისივე ინფორმაციით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 3-ის დაინფიცირების წყარო უცნობია და შესაბამისი კვლევა მიმდონარეობს.
„15 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 4-ის წყარო გაჩიანია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, 1 მძღოლი, 1 სამედიცინო პერსონალია, 4-ის წყარო არის კონტაქტები, სამის კვლევა მიმდინარეობს“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.