JN1– ასე ჰქვია კორონავირუსის ახალ შტამს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცირკულირებს და სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა.
როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფექციების შემთხვევები გაორმაგდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის აღნიშნული შტამი დეკემბერში გამოჩნდა და სხვა ქვეყნებშიცაა დაფიქსირებული. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “საინტერესო შტამად” დაახასიათა.
რაც შეეხება, უშუალოდ კორონავირუსის აღნიშნული შტამის სიმპტომებს, ის სხვა ვარიანტებს ჰგავს. ახასიათებს ყელის, თავის ტკივილი, ხველა, სუნთქვის გაძნელება, კუნთების ტკივილი, ტემპერატურა, გემოს და სუნის დაკარგვა.