კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირების შემთხვევა, შესაძლოა, გურიაშიც იყოს დაფიქსირებული.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, არსებობს მოსაზრება, რომ სოფელ შრომაში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილს, კორონავირუსის სწორედ ეს ვერსია ჰქონდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ინფორმაციას არ უარყოფენ და გვეუბნებიან, რომ კვლევა მიმდინარეობს.
„არის მოსაზრება, რომ სოფელ შრომაში გარდაცვლილს ბრიტანული შტამი ჰქონდა, მაგრამ ამის დადასტურებას ფართო კვლევა სჭირდება. ბრიტანულ შტამს გამოვლინება იგივე აქვს, როგორიც სხვა კორონავირუსს. მოლეკულური კვლევის დონეზეა ვირუსების სტრუქტურაში სხვაობა“,_ გვითხრეს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.