კორონავირუსის ინდური შტამი აუცრელი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ Business insider–ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა.
”ეს არის უფრო ადვილად გადამდები, პოტენციურად მომაკვდინებელი და განსაკუთრებით საშიში ახალგაზრდებისთვის”, – თქვა ბაიდენმა თეთრი სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ახალგაზრდები შეიძლება განსაკუთრებით მგრძნობიარე იყვნენ დელტას ინფექციის მიმართ ორი მიზეზის გამო: ისინი უფრო მეტად არიან სოციალურად აქტიურები და ნაკლებად იცრებიან, ვიდრე უფროსები.
ცნობისთვის, მედიცინის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ამერიკის შეერთებულ შტატებში დომინანტი უახლოეს პერიოდში გახდება.
დიდ ბრიტანეთში დაადგინეს, რომ კორონავირუსული ინფექციები 2-ჯერ მეტია 5-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში, ვიდრე 50 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებში.