საქართველში 5 მოგზაურს კორონავირუსის ინდური შტამი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია.
„ჩვენთან უმეტესად არის ბრიტანული შტამი. დღეს დადასტურდა ინდური შტამის არსებობა. 2 არის საქართველოს მოქალაქე. შემოსული იყვნენ მაისის შუა რიცხვებში. 3-მმა რომლებიც იყვნენ უცხო ქევყნის მოქალაქეები უკვე დატოვეს ქვეყანა. საქართველოს მოქალაქეები არიან შესაბამისად იზოლირებულები და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. სახლის პირობებში მკურნალობენ. კონტაქტები გამოკვლეულია. აქვთ შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია“,_ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.