საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ სამი პაციენტია. მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ ვეგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა და 36-ის ნაცვლად ახლა უკვე 39 გამოჯანმრთელებული პაციენტია.
ამავე გვერდი მიხედვით, დილის შემდეგ, ჯერჯერობით, არ გაზრდილა დაინფიცირებულთა რიცხვი, ქვეყანაში კვლავ 188 მოქალაქეა, რომლებსაც კოვიდ 19 დაუდგინდათ.
შეგახსენებთ, დღეს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე ისაუბრეს საკოორდინაციო საბჭოზეც და ამ ფონზე, სახლში მკურნალობის მეთოდის დანერგვა გადაწყვიტეს. როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, ეს პროცესი ეტაპობრივად დაიწყება.