ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2641 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 8069 ადამიანია გამოჯანმრთელებული.