ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, ინფიცირების შემთხვევები ქალაქში და მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში, სუფსაში, ნინოშვილში, მაჩხვარეთში, გვიმბარაულში გამოვლინდა.
სულ ლანჩხუთში ინფიცირების 257 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 166 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28633-ს შეადგენს. გარდაიცვალა 362 მოქალაქე.