StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული მომნაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 425 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.
ამ მონაცემების მიხედვით, კოვიდ ცენტრებში 258 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 360. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.