კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული მათი ოჯახის მიმართ, _ აღნიშნულის შესახებ ასაგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა.
„განსაკუთრებული ყურადღების საგანია ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეები საზღვარგარეთ. კორონავირუსით ამ ეტაპზე საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული. უმრავლეს შემთხვევაში, სახეზე გვაქვს დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები, თუმცა მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 13 მოქალაქე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული მათი ოჯახის მიმართ. არსებული შეზღუდვების ფონზე, მოგეხსენებათ, რომ ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დახმარებას შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით,“– განაცხადა დავით ზალკალიანმა.