ოზურგეთში იმ ობიექტების შემოწმება გრძელდება, სადაც 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
დღეს კორონავირუსზე ფქვილის მწარმოებელი ქარხნის „გულისტანის“ თანამშრომლები შეამოწმეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ელზა სიმონიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ „გულისტანში სულ 43 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება ტესტების პასუხებს, ინფიცირება არცერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა.