https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კორონობისდროინდელ შემაჟრჟოლებელ ფოტოებს გვაგონებს”

12:04; 25.03.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც ცნობილია, ევროკავშირის დახმარებით, გურიაში და კონკრეტულად, ოზურგეთში, მასშტაბური პროექტი ხორციელდება. უკვე ბევრი რამ გაკეთდა _ დაიგო ქვაფენილები, შეიცვალა შენობების ფასადები. ადგილობრივებს ყოველივე ეს მოსწონთ და გულწრფელად უხარიათ.

სამუშაოები კვლავ გრძელდება. უკვე დასრულდა თეატრის წინ მდებარე მოედნის სივრცეზე, ასევე, ჭადრების ბაღში, ძველი ფილაქნის ახლით (პროექტით განსაზღვრული) ჩანაცვლება. ყველაზე კარგი, რაც ამ ტერიტორიაზე გაკეთდა, სანიაღვრე არხების საფუძვლიანი მოწესრიგებაა _ ყოველი გაწვიმების შემდეგ ბაღის სივრცეში და იქვე მდებარე ეკლესიის სიახლოვეს, შეუფერხებლად გავლა შეუძლებელი იყო.

ოზურგეთში, თეატრის წინ მდებარე მოედანზე, რომელიც დღეისთვის გამსახურდიას მოედნის სახელწოდებითაა ცნობილი, ახალი ფილები დააგეს. აქ ახლა სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ხდება მოედნის წრეზე საყვავილე ყუთების განლაგება. ნაწილობრივ ჩარგეს მარადმწვანე ბუჩქოვანი ყვავილები და წიწვოვნები.

ოზურგეთელების უკმაყოფილება სწორედ იმ საყვავილე კონსტრუქციებმა გამოიწვია, რომელიც ლითონითაა დამზადებული, სიგრძივი ფორმა აქვს და ბევრმა ადგილობრივმა უსიამოვნო ასოციაცია ვერ დაფარა. სარკასტული ფრაზებიც გაისმა, კუბოებს ჰგავს და რა ვქნათო. იუმორიც არ დაუშურებიათ გურულებს და საყვავილეები “კუბოქოთანას” სახელითაც შეამკეს.

დავამ, ქილიკმა თუ გულისტკივილით ნათქვამმა სიმართლემ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. მოსახლეობის წარმომადგენლები საყვედურსაც ხშირად გამოთქვამენ: როცა ასეთი რამ კეთდება, ვიღაცას უნდა ჰქონდეს სურვილი, საზოგადოებას რაღაც ჰკითხოსო.

როგორც ვთქვით, ამ დროისთვის დაწყებულია ყვავილების, მარადმწვანე ბუჩქოვნების და წიწვოვანი მცენარეების საგანგებოდ განკუთვნილ ლითონის, მასიურ ქოთნებში ჩარგვა.

რადგან აზრთა სხვადასხვაობა და უფრო კი უკმაყოფილება მატულობს, ჩვენ გადავწყვიტეთ, სხვადასხვა დროს, ქალაქის ცენტრში, კონკრეტულად კი, ამ სივრცეში ხშირად მოსიარულე ადამიანები გამოგვეკითხა. ასევე, საკუთარი აზრის გამოთქმა ვთხოვეთ მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პენსიონერებს…

ვარდო გუჯაბიძე: “ჩემნაირი გულშემატკივარი ბევრი არ ჰყავს, მგონია, ოზურგეთს. არასდროს ფეხი არსად გამიდგამს _ თურქეთის გზაც არ ვიცი. ძალიან მიხარია, ახლა რომ ასე კეთდება, სახლებმა იერი შეიცვალა. ჭადრების ბაღში სანიაღვრე არხები რომ მოწესრიგდა და ახლით, ხარისხიანით შეიცვალა, მარტო ეს რად ღირს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე ჩასაფრებული არ ვარ. გული შემიღონდა, ეს ყუთები რომ დავინახე. იტალიაში რომ ამბები იყო კორონობისას, შემაჟრჟოლებელი, კუბოები რომ იყო ჩამწკრივებული, წამსვე ის მახსენდება. თავიდან ვიფიქრე, რაღაც დააწყვეს და ალბათ, გადაიტანენ-მეთქი. ახლა, აქ რომ დარჩა და ესაა პროექტით გათვალისწინებულიო, ამბობენ, აღარ ვიცი, რა ვქნა. ყუთებიც არ ჰქვია ამას! შეღებავენო, ამბობენ. შეღებვა უშველის ამ ამოქოლილ სივრცეს? წრიულად პატარა, დაბალი ქოთნები რომ გააკეთეს, ისე მაინც ექნათ! ამ საკითხზე ხალხი მოიწვიონ, ჰკითხონ, ვისაც მოეკითხება. ჯერ კიდევ არაა გვიან… სირცხვილი არაა შეცდომის გამოსწორება”, _ ამბობს ვარდო გუჯაბიძე.

ავთო ბერიშვილი და დავით გუჯაბიძე: “არ იწვევს ეს ქოთნები კარგ ასოციაციას. იმაშიც დარწმუნებული ვართ, კარგად გაკეთება უნდოდათ და ასე სურთ ახლაც, მაგრამ ხომ შეიძლება, რაღაც ისე არ გამოვიდეს, როგორც გვსურს? სრულიად ზედმეტად ჩანს ამ სივრცეში. ამასთანავე, მართლა ჩამწკრივებულ კუბოებს ჰგავს. ვისთანაც კი საუბარი გვქონდა ჩვენ ირგვლივ, არავის მოსწონს ეს ყუთები. აი, ძალიან არ მოსწონთ! ესაა სიმართლე. იმდენი უარყოფითი შეფასებაა ამ რკინის ქოთნებზე, არ მგონია, მათ ყურამდე ეს არ იყოს მისული, ან არ მივიდეს”.

ბევრი ამბობს. რომ ქოთნები რკინისაა. ადრე თუ გვიან დაიჟანგება და მაინც ასაღები გახდებაო:

“ქოთნების დაჟანგვაზე არ იდარდოთ! ფენოპლასტი აქვს შიდა კედლებზე აკრული. მალე დასრულდება ჩარგვა. ულამაზესი მარადმწვანე ბუჩქები და წიწვოვნებია, ხომ ხედავთ. მერე შევღებავთ და ნახავთ, თუ არ იქნება ლამაზი”, _ გვეუბნებიან აქ დასაქმებული მუშები.

ლილი დოლიძე: “ძალიან ლამაზად დაიგო ქვაფენილი, ირგვლივაც კარგად გაკეთდა. ჩვენც გვეუცხოვა მერე შემოტანილი ეს რკინის ქოთნები. თუმცა, რომ დასრულდება, ალბათ, ლამაზი იქნება, ვნახოთ! თავიდან აქაურობა რომ გადათხარეს, მაშინ საშინელი სანახავი იყო, ბრაზობდა ხალხი, მაგრამ ახლა ყველა ამბობს, რომ ლამაზად გაკეთდა. რაც მესმის, არავის მოსწონს ეს წაგრძელებული რკინის ქოთნები. შეცვლა თუ მოხერხდება, უმჯობესია.”

“კონკრეტულად ამ თემაზე თუ მეკითხებით, რაც გაკეთდა, ლამაზია. ისე კი გურულს ხუმრობას ვერ მოაშლევინებ. რკინა, ჩემი აზრით, არ უნდა გამოეყენებინათ. ეს რომ ულამაზოა და არაპრაქტიკულიც, რად უნდა ბევრი მკითხაობა. მე ვისაც ვიცნობ და გულშემატკივრობს ამ საქმეს, არავის მოსწონს. ცემენტის ბორდიურები რომ გაკეთებულიყო, უმჯობესი იქნებოდა. არსებობს ბორდიურებისთვის განკუთვნილი საბორტე ქვა. ასეთებით შემოსაზღვრული უკეთესი იქნებოდა. აწი გაკეთებულია და შეღებავენ, ყვავილები დაირგვება და ლამაზი კი იქნება, მგონია”, _ თქვა გრამიტო მამინაშვილმა.

თამილა კიღურაძე: “რაც გაკეთდა და კეთდება, მისასალმებელია. ეს ქოთნები არ მომწონს არც მე და არც არავის. ეს რკინის კონსტრუქციებით შედუღებული ქოთნები, თან ამხელა, ასეთი ფორმის, არ უხდება მოედანს და თეატრის იერს. უბრალო რიყის ქვებით რომ შემოეფარგლათ და ისე ჩაერგოთ ყვავილები, უფრო ბუნებრივი და ლამაზი იქნებოდა. აუშნოებს ამ სივრცეს ამხელა ყუთები. ირგვლივ ლამაზია. ბოლოს და ბოლოს, დანარჩენი დაბალი ქოთნების მსგავსი დაედგათ აქაც, ბევრად უკეთესი იქნებოდა”.

“ჩვენ ჯუმათის სკოლის მე-12 კლასელები ვართ. ხშირად დავდივართ ჩვენს საყვარელ ქალაქში. აქ, ჭადრების ბაღში ვსხდებით. არ მოგვწონს ეს ყუთები. ცუდად ჩანს. ამდენ სილამაზეს ფარავს. დანარჩენი ყველაფერი კარგია, აქ რასაც გაკეთებულს ვხედავთ”, _ გვითხრეს ელენე ჩხარტიშვილმა, ნინი ლეჟავამ, ანა-მარია ჩხარტიშვილმა და ლანა ჩავლეშვილმა.

სერგო სიხარულიძე: “ყველა ამ ყუთებზე საუბრობს _ არავის მოსწონს. მე ახლა სანახავადაც კი წამოვედი. გულზე შემომეყარა. დაბალზე მაინც გაეკეთებინათ. ულამაზო და უსიამო ასოციაციას რომ იწვევს, ეს ფაქტია. გარდა ამისა, როგორ უნდა მორწყონ ასე მაღალ პლატფორმაზე ის ყვავილები, რომელსაც იქ რგავენ? კიბეებით უნდა ავიდნენ მაღლა? ნეტა, ვინაა ამ პროექტის ავტორი?! ესეც გასაიდუმლოებულია? საკვირველია, ასეთ დროს არ უნდა შემოიკრიბოს ხალხი ხელისუფლებამ და ზრდილობისთვის მაინც არ ჰკითხოს რჩევა? იქნებ, ვიღაცას არაჩვეულებრივი აზრი ექნეს”.

რკინის კონსტრუქციის ქოთნების განლაგება, სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით მწვავედ შეაფასეს ოზურგეთელმა “ნაციონალებმა”:

“გურულები, ზოგადად, ყველაფერში და ყველაზე სწრაფები რომ ვართ, ცნობილი ფაქტია, ქოცებიც ყველაზე სწრაფები გვყავს _ სულ თავისით დაიდგეს ესენი ქალაქის ცენტრში. მე ერთი ასოციაცია მიჩნდება მარტო და რა ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს?” _ წერს სოციალურ ქსელში თათია ნიკოლაშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ამის თაობაზე, თავის ფეისბუქგვერდზე პოსტი (მაკეტით თანდართული) გამოაქვეყნა:

“აი, ასეთი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი თეატრის წინ.

იმის ნაცვლად, რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ”, “ნაციონალური მოძრაობა” აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული. ცხადია, რომ ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ. საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!”

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი, გრიგოლ მახარაძე საკუთარ მოსაზრებას, სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“ოზურგეთში ცენტრალურ პარკში დადგმული “კუბოები” კიდევ ერთი მაგალითია იმ პრობლემებისა, რაც არსებობს მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმში.

 გადაწყვეტილებები მიიღება მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე. მაგალითად, ამ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი კვლევა ან დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს რომ მოქალაქეები ცენტრალური სკვერის გადაკეთებას ითხოვდნენ ან პრიორიტეტულ საკითხად ასახელებდნენ.

 საკრებულოს მიერ ხდება მხოლოდ პროექტის სათაურის დამტკიცება, ბუნდოვანი რჩება შინაარსი.

 პროექტის შერჩევა ხდება ტენდერით (და არა კონკურსით ან რაიმე სხვა მეთოდით).

 პროექტირების ეტაპზე არ ტარდება საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები.

 ტენდერში გამარჯვებული საპროექტოები (როგორც წესი, თბილისიდან) არ ან ვერ ითვალისწინებენ ადგილობრივ კონტექსტს, კლიმატს, საჭიროებებს და ა. შ.

ამიტომ ვიღებთ ისეთ შემთხვევებს, როგორიც არა მხოლოდ ეს “კუბოებია”, არამედ სამკუთხა ბაღში ჩადგმული უფუნქციო “გასახდელი”, კულტურის პარკში მშენებარე უფუნქციო “კაფე”, ბახმაროს დაბეტონებული პარკი… უფრო ძველებს აღარ ჩამოვთვლი…”

“გურია ნიუსთან” გიგი მახარაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: “ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოედანზე არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხი.

ამ მოედანზე თუ მანქანის შესვლა ნებადართული იქნება, ეს არ იქნება უსაფრთხო ქვეითებისთვის. ის ამაღლებული სკვერი რაც იყო, იყო უსაფრთხო, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოხუცებისთვის, რადგან სავალი გზისგან და პარკირების სივრცისგან იყო ფიზიკურად გამოყოფილი. ქვეითის და ავტომობილის სივრცეები გამოყოფილი უნდა იყოს ერთმანეთისგან. მაგ სივრცეში ავტომობილების მოძრაობა უნდა აკრძალონ, რომ უსაფრთხო იყოს ქვეითებისთვის.

რაც შეეხება ყვავილების ქოთნებს, თუ მერიას უნდა, რომ ხალხს შეხვდეს და აზრი ჰკითხოს, არც ახლაა გვიანი, მაგ კონტეინერების გატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი”.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ავთანდილ თალაკვაძეგრიგოლ მახარაძე
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3 მარტი, 2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3 მარტი, 2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3 მარტი, 2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3 მარტი, 2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკში _ ბანკი განცხადებას ავრცელებს

10:04; 3 მარტი, 2026

ავთანდილ მახარაძის საიუბილეო საღამო ხელოვნების სასახლეში

ლობიოს მარცვალი და კიდევ... _ რა უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

10:33; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკში _ ბანკი განცხადებას ავრცელებს

10:04; 3.03.2026
საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026
პოლიტიკა

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ

20:48; 2.03.2026
მსოფლიო

აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

20:39; 2.03.2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026
0

“მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

10:33; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო