გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ გუბერნატორმა „გურია ნიუსს“ სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
გუბერნატორი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, მაგრამ მკურნალობას ფილტვების ანთების გამო აგრძელებს.
„კორონავირუსისგან განვიკურნე, აღარ მაქვს. მაგრამ მაქვს ფილტვების ანთება და ვაგრძელებ მკურნალობას“,_ გვითხრა ნარასაიამ.


































































