ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცნობეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 3865 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3687 ადამიანი, გარდაცვლილია 48.
ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსის 130 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 29, საკარანტინე სივრცეში 27, ბინაზე კი 74 პაციენტი მკურნალობს.