„კორუფციულ რეჟიმს დევნილები თვითმკვლელობამდე მიჰყავს!”- ამ ლოზუნგით დღეს თბილისში დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება.
2025წლის 27იანვარს დევნილმა ზიმარ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოსთან პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა, ის საცხოვრებელს წლების განმავლობაში ითხოვდა. 1 თებერვალს ის საავადმყოფოში დამწვრობის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილთა უმრავლესობის საცხოვრისით უზრუნველყოფა ხელისუფლებამ არ მოახდინა. მოქალაქეები დევნილებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად შეიკრიბნენ.
ავტორი