ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 მარტის მონაცემებით, სამტრედიაში კორონავირუსი, სულ ჯამში, 3498 პირს დაუდასტურდა. თვითიზოლაციაში 85 ადამიანი იმყოფება. გამოჯანმრთელებულია _ 3175. გარდაცვლილთა რაოდენობა 36-ია.
“ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერებულია, სამტრედიაში შემოტანილი ასტრაზენეკას 450 დოზა ისევ ქუთაისში გადაიტანეს. იმუნიზაციის პირველ ეტაპზე აცრილ სამტრედიელთა პირველ ათეულში საკუთარი სურვილით მოხვდა ჩვენი დაწესებულების ბუღალტერი, თემურ გეგუჩაძე”, _ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა თევზაძემ “გურია ნიუსთან”.