ამ დროისთვის ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 2 აქტიური შემთხვევაა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ორივე პაციენტი ბინაზე მკურნალობს.
“ინფიცირების 2 აქტიური შემთხვევაა. ორივე პაციენტი მკურნალობს ბინაზე. სტაციონარის საჭიროება ჩვენთან აღარ არის ამ ეტაპზე და კოვიდგანყოფილება დაიხურა”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 10847 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10762 პაციენტი, გარდაცვლილია 83.
ავტორი