ოზურგეთში კოვიდინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია კოვიდინფიცირების 792 შემთხვევა, საიდანაც 161 პაციენტი სტაციონარში, 259 საკარანტინე სივრცეში, ბინაზე კი 372 მკურნალობს.
რაც შეეხება ლანჩხუთში არსებულ მდგომარეობას, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშილმა გვითრა, რომ გუშინ ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ გასულ 24 საათში, კოვიდინფიცირება არ გამოვლენილა.
[sexy_author_bio]