ტვინში ან ფილტვებში სისხლის შედედებამ შესაძლოა ახსნას ის, რასაც ხანგრძლივი კოვიდ 19-ი იწვევს.
როგორც BBC წერს, ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუ სისხლი შეიცავს ისეთ ცილებს, რომელიც თრომბს იწვევს, ამ შემთხვევაში პაციენტებს მახსოვრობა ებინდებათ და დაღლილობას გრძნობენ. ეს კი ის სიმტომებია, რასაც გახანგრძლივებულ კოვიდის შემდეგ ადამიანების ნაწილი განიცდის.
ოქსფორდისა და ლესტერის უნივერსიტეტების კვლევითი ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ მათი დასკვნები ეხება მხოლოდ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს. ისინი არიან „კვლევის პირველი ნაწილი“, მაგრამ საჭიროა შემდგომი გამოკვლევა, სანამ ისინი შეძლებენ რაიმე პოტენციური მკურნალობის შეთავაზებას პაციენტებისთვის.