ბელგიაში, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით, შეზღუდვები მკაცრდება.
მედიის ინფორმაციით, მომავალი სამი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში საშობაო ბაზრობები, ბარები, ღამის კლუბები და რესტორნები ყოველდღე 23:00 საათზე დაიხურება, იკრძალება კერძო წვეულებები და შეკრებები, ქორწილებისა და დაკრძალვის ღონისძიებების გარდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრე დე კროოს განცხადებით, ქვეყანაში იმაზე უარესი ეპიდსიტუაციაა, ვიდრე ექსპერტები ორი კვირის წინ აანონსებდნენ.
”ჩვენ ახლა ისეთი სიტუაციის წინაშე ვდგავართ, რომელიც უარესია, ვიდრე ექსპერტების ყველაზე პესიმისტური შეხედულება იყო ორი კვირის წინ,” – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად იზრდება.