რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში, დონეცკის ოლქში კრამატორსკს თავს დაესხნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა.
„აფეთქებამ დააზიანა შენობის ფანჯრები და ავტოფარეხის კარები. საბედნიეროდ, პერსონალი არ დაშავებულა“, – იტყობინება SES.