რუსეთის კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ნავმისადგომი და ორი გემი დაზიანდა, – ინფორმაციას რეგიონის ოპერატიული შტაბი Telegram-ზე ავრცელებს.
„გემებზე მყოფი ყველა მგზავრი ევაკუირებულია. არც ეკიპაჟის წევრებს შორის და არც სანაპირო პერსონალს შორის არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოპერატიული შტაბის ცნობით, დრონის თავდასხმამ ნავმისადგომებზე ხანძარი გამოიწვია, რომელიც 1000-დან 1500 კვადრატულ მეტრამდე ფართობს მოიცავდა.
მანამდე, 21 დეკემბრის საღამოს, იმავე Telegram არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა სოფელ ვოლნაში მდებარე ტერმინალთან მილსადენი დააზიანა.




























































