უკრაინამ 900 მილიონი გრივნა გამოყო სუდანის, იემენის, კენიასა და ნიგერიისთვის ხორბლისა და სიმინდის შესაძენად, რათა თავიდან აიცილოს კრემლის მიერ ამ ქვეყნებში ხელოვნური შიმშილის შექმნა. ამის შესახებ pravda-ს ინფორმაციით, უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა კიევში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტის დროს განაცხადა.
„კრემლს ახლა ესმის უკრაინის, როგორც მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიის მნიშვნელობა და ყველანაირად ბლოკავს უკრაინიდან ექსპორტს, რითაც სხვა ქვეყნებში ხელოვნურ შიმშილს ქმნის.
რუსეთისთვის ეს მსხვერპლი მისასალმებელია, სამწუხაროდ, ისინი დაინტერესებულნი არიან გლობალური არასტაბილურობით, ისევე როგორც დაინტერესდნენ უკრაინელების სიკვდილით 1933 წელს“,_ განაცხადა შმიგალმა.