კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინამ კურსკში სამხედრო ოპერაცია ნატოს და დასავლეთის სპეცსამსახურების ჩართულობით დაგეგმა. ამის შესახებ გაზეთ “იზვესტიას” კრემლში ნიკოლაი პატრუშევმა განუცხადა.
„აშშ-ს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ ის არ იყო ჩართული კიევის დანაშაულებებში კურსკის რეგიონში, სიმართლეს არ შეესაბამება… მათი მონაწილეობისა და პირდაპირი მხარდაჭერის გარეშე, კიევი რუსეთის ტერიტორიაზე არ შევიდოდა”,_ აცხადებს პატრუშევი.
ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ ჰქონდა წინასწარი გაფრთხილება უკრაინის კურსკში სამხედრო ოპერაციის შესახებ და არც მონაწილეობს.