დღეს მოსკოვში, კრემლის სახელმწიფო სასახლეში 8 მარტის დღისადმი კონცერტი უნდა გაიმართოს.
როგორც ცნობილი ხდება, კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ხალხი არ ყიდულობს. ეს ინფორმაცია ღიად დევს კრემლის სასახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ანონსში აღნიშნულია, რომ კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები: ქეთა თოფურია, თამარ გვერდწითელი და სოსო პავლიაშვილი. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურია და თამარ გვერდწითელი კონცერტში მონაწილეობას არ აპირებენ. თუმცა ანონსში მათი სახელი და გვარი ისევ წერია, ოფიციალურ ვებ-გვერდზე სადაც კონცერტის დასასწრებად ბილეთები იყიდება.
“საკონცერტო პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას,“ – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.